ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ქალაქ ვალეში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

25 დეკემბერი, 2023

ახალი წლის შესახვედრად წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულად მოემზადა.

წინასაახალწლო განწყობა იყო ქალაქ ვალეში. საზეიმო ვითარებაში აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ადგილობრივებისთვის კი მომღერალმა ნინო ჩხეიძემ იმღერა.

შეკრებილ საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვაჟა გაჩეჩილაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ და ქალაქ ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ალექსანდრე გოზალიშვილმა.

საღამო ქალაქ ვალეში საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

დღეს, კონცერტი ქალაქ ახალციხეში გაიმართება. მობრძანდით და ერთად ავანთოთ ახალი ნაძვის ხე.

+17

გააზიარე