ქალაქ ახალციხეში, გამწვანების მასშტაბური აქცია მოეწყო
ქალაქ ახალციხეში, გამწვანების მასშტაბური აქცია მოეწყო.
ახალციხის ციხის მიმდებარედ არსებულ ტერასებზე სხვადასხვა ჯიშის 5000-მდე ძირი ხე-მცენარე ირგვება.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს სამხარეო, ადგილობრივი ხელისუფლების, ჩოხოსანთა საზოგადოების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის აიპების წარმომადგენლებმა და ქალაქის მაცხოვრებლებმა.
აღსანიშნავია, რომ გამწვანების აქციის იდეა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ 30 ივნიისს, „ახალციხელობის“ დღესასწაულზე გააჟღერა. მისივე ძალისხმევით მუნიციპალიტეტს გადაეცა სხვადასხვა ჯიშის ნერგები რეკრეაციული სივრცეებისთვის.