ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ქალაქ ახალციხეში დასუფთავების ღონისძიებები გრძელდება

19 აპრილი, 2024

ქალაქ ახალციხეში დასუფთავების ღონისძიებები გრძელდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სერვის ჯგუფის“ თანამშრომელების მიერ ამჯერად, გვარამაძის ქუჩაზე სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორია გაიწმინდა.

მიმდებარე დასახლების მცხოვრებლებს მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ თქვენივე საცხოვრებელი გარემოს დაბინძურებისგან და ისარგებლოთ, როგორც აღნიშნულ ქუჩაზე განთავსებული ნაგვის ურნებით, ისე შესაბამისი მომსახურებით.

ერთად ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს!

გააზიარე