ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ღონისძიება – „ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი“

25 მარტი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის, სპორტული განყოფილების ორგანიზებით ღონისძიება – „ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი“ გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით 19 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი სპორტის სახეობისა და სპორტსმენის შესახებ მომზადებული პრეზენტაციები წარმოადგინეს.

წარმოდგენილი ნამუშევრების მიხედვით, ახალციხელ მოსწავლეებში განსაკუთრებით პოპულარულია სპორტის 13 სახეობა, მათ შორის - ჭადრაკი, ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, კალათბურთი, ფეხბურთი, მძლეოსნობა, ძალოსნობა, რაგბი, ძიუდო, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა და ოლიმპიური თამაშები. სპორტსმენებიდან კი მოსწონთ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი პოპულარული სპორტსმენები.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იოსებ ალიბეგაშვილი, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია ახალციხელ მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი პრეზენტაციების ავტორებს მუნიციპალიტეტისგან სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

+11

გააზიარე