ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ღონისძიება ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში

17 მარტი, 2022

კიდევ ერთი ლამაზი და საინტერესო საღამო გაიმართა ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. ღონისძიება სახელწოდებით „ გაზაფხულის ბრალია“ გაზაფხულს და გაზაფხულის დღესასწაულებს მიეძღვნა.

ღონისძიებაში ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები, აქტიური მკითხველები და სტუდია „სიხარულის“ პატარა აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. ღონისძიების დასასრულს მრავალშვილიან დედებს, რომლებიც ცენტრალური ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები არიან გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს და ყვავილები გადასცეს.

საღამოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იოსებ ალიბეგაშვილი, დეკანოზი იოანე (გელაშვილი), ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

+14

გააზიარე