ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გიორგი ჯაჯანიძის საჯარო ლექცია

28 ივლისი, 2023

ახალგაზრდებისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, განხორციელებული შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი "აირჩიე პროფესია“ გიორგი ჯაჯანიძის საჯარო ლექციით დასრულდა.

ახალციხის სამუსიკო სკოლაში შეკრებილ საზოგადოებას ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ჟურნალისტი, ტელე-რადიო წამყვანი გიორგი ჯაჯანიძე შეხვდა. მან აუდიტორიასთან პროფესიის სწორად არჩევის მნიშვნელობაზე, საკუთარ პროფესიულ გამოცდილებაზე ისაუბრა და პრაქტიკული რჩევები გაუზიარა.

პროექტი, ინტერაქციული მეთოდით, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანების საჯარო ლექციებს მოიცავდა, სადაც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

+10

გააზიარე