ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ღია შეხვედრები მოსახლეობასთან

17 ნოემბერი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება.

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფლების ნაოხრების, წყალთბილის, აბათხევის, ორალისა და ყულალისის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად დასახლებების წინაშე არსებული საჭიროებები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ძირითად პრობლემებად სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, შიდა გზებისა და ჩიხების მოწესრიგება, გარე განათების, თავშეყრის ადგილებისა და ბავშვებისთვის გასართობი მოედნის მოწყობა დასახელდა.

მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ შეკრებილებს სახელმწიფო პროგრამების, დაგეგმილი რეფორმებისა და სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, გააცნო ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მასშტაბური პროექტები. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ასევე მომავალ 2020 წელს დაგეგმილ პროექტებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

პროექტის „ღია შეხვედრების“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ეტაპობრივად ყველა დასახლებაში გაიმართება, მათი მიზანი არსებული საჭიროებების გამოვლენა და მათზე დროული რეაგირებაა.

გააზიარე