გამოფენა -„ EXPO BATUMI TRAVEL / EXPO MED BATUMI 2019"
10-12 მაისს, ქ. ბათუმში, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-12 და სამედიცინო ტურიზმის მე-2 საერთაშორისო გამოფენა -„ EXPO BATUMI TRAVEL / EXPO MED BATUMI 2019" გაიმართა, რომელშიც ახალციხის მუნუციპალიტეტის მერია, ა(ა)იპ „ახალციხის ციხესა “ და ა(ა)იპ „ახალციხის სამხატვრო სკოლასთან “ ერთად, მონაწილეობდა. ღონისძიების ბოლოს გამოფენის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.
სამი დღის განმავლობაში, ახალციხის მუნიციპალიტეტში ტურისტების და ვიზიტორების მოზიდვისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო მასალების გავრცელება, კონტაქტების გაცვლა, ადგილობრივი ნაწარმის პოპულარიზაცია.