ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

დედაენის დღე

14 აპრილი, 2022

დედაენის დღე, ახალციხის №1 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა სხვადასხვა შემეცნებითი და სახალისო აქტივობებით აღნიშნეს.

სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებმა სტუმრების წინაშე ქართული ანბანისა და იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ შესახებ საბავშვო ბაღში მიღებული ცოდნა წარმოადგინეს.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი მარინა მერაბიშვილი დაესწრნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სასკოლო მზაობის ჯგუფს, დედაენის დღე მიულოცეს, სიმბოლურად იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანებისგან ახალციხის მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა საბავშვო ბაღს ახალი საკანცელარიო ნივთები გადაეცა.

+6

 

 

გააზიარე