ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს საბავშვო ბაგა-ბაღებში

21 მარტი, 2022

დღეს, 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობებით აღინიშნა ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში.

ქალაქის N6 საბავშვო ბაგა-ბაღში გამართულ ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილმა დაესწრნენ. პატარებმა თარიღთან დაკავშირებული თემატური ნომრები წარმოადგინეს და დაუნის სინდრომის მქონე თანატოლებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.

აღნიშნული აქტივობების მიზანს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ამ დღისადმი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

+15

გააზიარე