ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

წლის შემაჯამებელი გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში

13 ივნისი, 2023

ახალციხის სამხატვრო სკოლაში წლის შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა.

სამხატვრო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ წარმოდგენილმა მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა ღონისძიების სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

გამოფენა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მოსწავლეების მშობლებმა და ხელოვნებით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა დაათვალიერეს.

წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, სუვენირები, თექით, ფაიფურით, თიხით, მინითა და ხეზე შესრულებული ნამუშევრები.

სამხატვრო სკოლის მუშაობა და სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები შეაჯამა ა(ა)იპ „ახალციხის სამხატვრო სკოლის“ დირექტორმა ლელა ფერაძემ. სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს მომავალშიც წარმატებები უსურვეს მერის პირველმა მოადგილემ ილია ზარდიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან მიშველაძემ, ა(ა)იპ ახალციხის ციხის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა და სხვებმა.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მრავალფეროვან სასწავლო პროგრამას სთავაზობს მოსწავლეებს. აქ, ისინი ეუფლებიან ხატვას, ფერწერას, მოდელირებას და გამოყენებით ხელოვნებას. ასევე, კომპოზიციაზე, ქანდაკებაზე, მინანქარზე, კერამიკასა და თექაზე მუშაობას.

მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით გასული სასწავლო წლიდან სამხატვრო სკოლაში სწავლა ყველასთვის უფასო გახდა. სწავლის ღირებულება 100%-ით ფინანსდება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

+21

 

გააზიარე