ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ცენტრალური ქუჩების მოწესრიგება გრძელდება

11 ივნისი, 2020

 ქალაქ ახალციხეში, ცენტრალური ქუჩების მოწესრიგება აქტიურად გრძელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს მერაბ კოსტავას, პაატა ნათენაძის, შალვა ახალციხელის, ელენე დიდიმამიშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩებზე, სადაც საფეხმავლო ბილიკები და მიმდებარე ინფრასტრუქტურა ეწყობა.

პროექტის ფარგლებში, საფეხმავლო ბილიკები ახალი დეკორატიული ფილებით და ბაზალტის ბორდიურებით მოპირკეთდება, ასევე კეთილმოეწყობა შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის ძეგლების მიმდებარე ტერიტორიები, მოეწყობა გამწვანების ზოლი და სარწყავი სისტემები.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გააზიარე