ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალი სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს

28 ივლისი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.

ახალი სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს სოფელ სვირში და სოფელ ღრელში.

სპორტული მინი მოედნების მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

პროექტის დასრულების შემდგომ აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინი მოედნებით ისარგებლებენ.

გააზიარე