ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის „სამცხემ" გამარჯვება მოიპოვა

20 აგვისტო, 2020

ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის გათამაშება დაიწყო.

სეზონის გახსნითი თამაში ქალაქ ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს მუნიციპალიტეტის მიერ ახლადშექმნილი გუნდი ახალციხის „სამცხე“ და ბორჯომის „თორი“ დაუპირისპირდნენ.

საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა და გამარჯვება ახალციხის „სამცხემ“ მოიპოვა. რეგიონალური ლიგის პირველმა თამაშმა გულშემატკივრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

გააზიარე