ახალციხის №1 ბაგა-ბაღში საშემოდგომო აქტივობა მოეწყო
ბაღის ეზოში მოწყობილი იყო საშემოდგომო კუთხეები, სადაც მოსავალი ჰქონდათ გამოფენილი. პატარებმა ყურძენი დაწურეს, ჩურჩხელები ამოავლეს და ხინკალიც მოახვიეს.
პატარების აქტივობას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.