ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტში სპორტული ღონისძიებები გრძელდება

5 ოქტომბერი, 2020

ქალაქ ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, 7X7-ზე ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის, მუნიციპალური თამაშების ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.

ერთმანეთს ახალციხის „პირველები“ და სოფელ წირის გუნდი დაუპირისპირდნენ, სადაც დიდი უპირატესობით გამარჯვება „პირველებმა“ მოიპოვეს. თამაშზე არ გამოცხადდა სოფელ დიდი პამაჯის გუნდი და გამარჯვება ახალციხის „ახალციხეს“ ჩაეთვალა.

ფინალურ თამაშზე ერთმანეთს ახალციხის “ახალციხე“ და ახალციხის „პირველები“ შეხვდებიან.

გაიმართა ასევე, „მოყვარულთა თასი 2020“ რეგიონული თამაშების მორიგი მატჩი, სადაც ერთმანეთს ახალციხის „მესხეთი“ და ნინოწმინდის „განძა“ დაუპირსპირდნენ. გამარჯვება ანგარიშით 2:0 „მესხეთმა“ მოიპოვა.

გააზიარე