ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ახალციხის მუნიციპალიტეტში სასურსათო პაკეტის დარიგება გრძელდება

1 აპრილი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, შეჭირვებული ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის სასურსათო პაკეტის დარიგება მიმდინარეობს.

აღნიშნულ ინიციატივას, აქტიურად უერთდებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ბიზნეს სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეჭირვებულ ოჯახებს ესტუმრნენ და სასურსათო ამანათები გადასცეს.

გარდა ამისა, სამიზნე სოფლებში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო პაკეტებითა და ჰიგიენური საშუალებებით დაეხმარა World Vision - საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, სასურსათო ამანათების დარიგება მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეტაპობრივად გაგრძელდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას გიხდით გულისხმიერებისათვის, მაღალი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის.

გააზიარე