ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

17 მარტი, 2022

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის “ ფარგლებში დასახლებების საერთო კრებები გაიმართა სოფლებში ანში, ჭვინთაში და ელიაწმინდაში.

შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იოსებ ალიბეგაშვილი , საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ნოდარი ტალახაძე, მერის თანაშემწე შალვა ხატიძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები, ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ძირითადი პრიორიტეტები გააცნეს და სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე იმსჯელეს.

ამ ეტაპისთვის, შეხვედრები ჩატარებულია მუნიციპალიტეტის 22 სოფელში და მოსახლეობის მიერ საჭიროებები გამოვლენილია. ძირითადი პრიორიტეტები კი ასეთია: გარე-განათება, შიდა სასოფლო გზები, მინი მოედნები, სანიაღვრე არხები, სკვერები და სხვა.

+9

გააზიარე