ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა დაიწყო.

15 აგვისტო, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა დაიწყო.

ქალაქის ცენტრალურ პარკში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე დღეს პროგრამის წარდგენა გაიმართა. პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ნინო ბექაურმა და ოლგა ენდელაძემ შეხვედრაზე მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის განხორციელების ეტაპები განიხილეს.

აღნიშნული პროგრამა ახალციხის მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში უშუალო მონაწილეობის, პრიორიტეტული საკითხების წარმოჩენისა და მათი განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.

საპროექტო ინიციატივების მიღების ვადად განისაზღვრა 15 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე პერიოდი, ხოლო გამარჯვებული ინიციატივებისა და იდეების დაფინანსება ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი 2024 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

შეხვედრაზე მერის პირველმა მოადგილემ ილია ზარდიაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია მოქალაქეებმა გამოიყენონ ეს შანსი, მიიღონ მონაწილეობა ბიუჯეტის შედგენაში, შეავსონ განაცხადი და საპროექტო ინიციატივა ან იდეა შესთავაზონ მუნიციპალიტეტის მერიას.

პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ - განმახორცილებელი - HEKS-EPER Georgia-ს რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყოფა სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის, რომლის გახარჯვა მოხდება სწორედ მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად.

 

გააზიარე