ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა ამოქმედდა

15 ოქტომბერი, 2020

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ერთობლივი  თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა   პროექტი „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“.

პროექტი   ითვალისწინებს   მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნას და  მოქალაქეებისთვის მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია, რომ საპილოტე პროექტში ჩართულ 20 მუნიციპალიტეტს შორის  ერთ-ერთია ახალციხის მუნიციპალიტეტი.

პროექტის ფარგლებში  ა(ა)იპ მუნიციპალური  სერვისების განვითარების სააგენტოს ბიზნეს ანალიტიკოსმა ნინო კანთელაძემ  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს  თანამშრომლებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის სახელმძღვანელო ინსტრუქციები და (მმს) ფუნქციონალი გააცნო.

მიმდინარე წლის, 12 ოქტომბრიდან   ახალციხის მუნიციპალიტეტში, ელექტრონული დოკუმენტბრუნვა  „ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა – MSDA”-ს მეშვეობით“ ხორციელდება.

აღნიშნული საქმისწარმოების სისტემის მიზანია მუნიციპალური სერვისების ოპტიმიზაცია, საქმისწარმოების ეტაპების სწრაფად და ეფექტურად წარმართვა, რაც საბოლოოდ მოქალაქის მაღალი სტანდარტით მომსახურებას უზრუნველყოფს. სისტემის  დანერგვის შედეგად  მოქალაქეები SMS და Email შეტყობინებების სახით მიიღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას.

გააზიარე