ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„ახალციხის ციხის“ განახლებული ბრენდის და სტრატეგიის პრეზენტაცია

3 აგვისტო, 2023

ახალციხის ციხის ციტადელის საკონფერენციო დარბაზში, სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილის - „ახალციხის ციხის“ განახლებული ბრენდისა და მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი კონცეფციის წარდგენის ღონისძიების და „ახალციხის ციხის“ მარკეტინგული კომუნიკაციის გაძლიერების პროექტის ძირითადი მიზანი, ერთის მხრივ ციხის, როგორც რეგიონის მთავარი დანიშნულების ადგილის მარკეტინგული კომუნიკაციის გაუმჯობესებაა, ხოლო მეორეს მხრივ, ახალციხის მუნიციპალიტეტის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდაა.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, საინფორმაციო ტურის მონაწილეები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ახალციხის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ორი დღის განმავლობაში, ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაცია, USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური განვითარების (HICD) პროგრამის მხარდაჭერით და საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ მონაწილეობით, სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო ტურს მასპინძლობდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მედიის, ტურისტული კომპანიების, HoReCa სექტორის წარმომადგენლები, ასევე ბლოგერები და ინფლუენსერები

+14

გააზიარე