ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ გაიხსნა

28 სექტემბერი, 2019

დღეს, ახალციხის ცენტალურ სტადიონზე „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ საზეიმოდ   გაიხსნა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ხათუნა ხმალაძესთან ერთად გარბენში მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც ოლიმპიადა გახსნილად გამოცხადდა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჰიმნის ფონზე  კი მოსწავლეებმა დროშა აღმართეს.

რეგიონის კოორდინატორის უჩა კახნიაშვილის თქმით „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ საქართველოს მასშტაბით გაიხსნა. თამაშები, რომელიც   სპორტის სხვადასხვა სახეობებში ჩატარდება ( ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, გეზრბენი) მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ჩაერთვება. გაიმართება შიდა სასკოლო, მუნიციპალური, რეგიონული და ზონალური თამაშები. ზონალურ თამაშში გამარჯვებული გუნდი  კი საქართველოს პირველობაზე იბრძოლებს.

ღონისძიებას სამხარეო, ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

გააზიარე