ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში სადაზღვევო კომპანია 'ირაო' გაიხსნა

11 ივლისი, 2019

 დღეს, ახალციხეში სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ რეგიონული  ოფისი გაიხსნა. საზეიმო ლენტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ და  "ირაოს" ფინანსურმა დირექტორმა რამაზ ხვიჩიამ გაჭრეს.

ახლადგახსნილი ფილიალი მთელს სამცხე-ჯავახეთს მოემსახურება.მომსახურება გათვლილია, როგორც კერძო პირებზე, ასევე ბიზნეს სექტორზე. ადგილზე შესაძლებელი იქნება ქონების, ჯანმრთელობის, ავტომობილების დაზღვევა.

გახსნის ცერემონიაზე ცენტრალური და ადგილობრივი ოფისების, ახალციხის მერიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სადაზღვეო კომპანია „ირაო“ 2004 წელს დაარსდა. 2011 წელს იგი სრულად შეისყიდა ავსტრიის უდიდესმა კომპანიამ „ვენის სადაზღვევო ჯგუფმა“.

გააზიარე