ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხემ მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა

31 ივლისი, 2023

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალციხემ მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა.

ცენტრალურ პარკში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, თემატური ფოტოზონები, სადეგუსტაციო და კვების სივრცეები, ქუქისებზე ხატვის მასტერკლასი. პატარების განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.

საღამო გალაკონცერტით დასრულდა, რომელშიც ქართული ესტრადის მომღერლები მონაწილეობდნენ. მაყურებლის წინაშე თამუნა ამონაშვილი, ირინა ბაირამაშვილი, დათუნა მგელაძე და Corpa Fellas წარდგნენ.

ღონისძიების წამყვანი იყო ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი ნიკოლოზ წულუკიძე.

 

+28

გააზიარე