ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ანდრიაწმინდაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა

13 აპრილი, 2022

 

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილების წარმომადგენლებმა გულიკო მაღრაძემ და მანანა მოდებაძემ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ მდგომარეობა და საკანონმდებლო რეგულაციები გააცნეს.

იმსჯელეს ადამიანთა უფლებებისა და ჯანდაცვის საკითხებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე, იძულებით და ნაადრევ ქორწინებაზე, გენდერულ თანასწორობაზე, ქალთა უფლებებზე და დისკრიმინაციაზე, ამ მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებაზე და საზოგადოებაში დღემდე არსებული სტერეოტიპებზე.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, ადგილობრივებმა მათთვის საინტერესო თემებზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის, ბულინგისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

შეკრებილებს მიეწოდათ ინფორმაცია უფასო სახელმწიფო სკრინინგ პროგრამის შესახებ, რომელსაც „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ სამოქმედო გეგმის მიხედვით არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ ახორციელებს.

+4

 

გააზიარე