ანდრიაწმინდაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის, სოფელ ანდრიაწმინდაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის ფარგლებში 1.228 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ცემენტო-ბეტონის საფარი და გვერდულები მოეწყობა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სრულად მოწესრიგდება სოფლამდე მისასვლელი გზა. ადგილობრივებისათვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და გამარტივდება გადაადგილება.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 436 464 ლარით ფინანსდება.