ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ამხანაგობების განვითრების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის შესახებ

29 მარტი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითრების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი დამტკიცდა.

 

მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, ამხანაგობის აღრიცხვაზე აყვანისა და აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.

 

ამ  წესის მიზანია:

ა) პროგრამის განხორციელების რეგულირება, რომელიც გულისხმობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისა და შემდგომში ფინანსურად დამოუკიდებელ სუბიექტებად ჩამოყალიბების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, ფინანსურ მხარდაჭერას;

ბ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის/აღრიცხვიდან მოხსნის პირობების განსაზღვრა.

 

ამხანაგობის აღრიცვა

 

1. ამხანაგობის აღრიცხვაზე დადგომის მიზნით, ამხანაგობის თავმჯდომარე განცხადებით მიმართავს ახალციხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს.

2. ამხანაგობამ აღრიცხვაზე დადგომის თაობაზე განცხადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტები:

ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის კრების ოქმი;

ბ) საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი-გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;

გ)  ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდება;

 

დ)  ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელი-გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით;

ე) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ვ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ, იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ;

ზ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს მრავალბინიან სახლში არსებულ უძრავ ქონებაზე იმ პირის საკუთრების უფლებას, რომელმაც ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს ამხანაგობის სახელით;

თ) მრავალბინიანი სახლისათვის  მიკუთვნებული  მიწის ნაკვეთის საზღვრების  რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

 

 აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს:

 

ა) აღრიცხვის ნომერს;

ბ) აღრიცხვის თარიღს;

გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს (არსებობის შემთხვევაში);

დ) ამხანაგობის დასახელებას;

ე) ამხანაგობის მისამართს.

 

ამხანაგობის განვითარება

1. ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარების მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია განიხილავს საკითხს ამხანაგობის განცხადებას საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე.

2. პროგრამით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ იმ ამხანაგობას, რომლის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებულია ექსპლუატაციაში. კონკრეტული პროგრამით შესაძლებელია დადგინდეს შეზღუდვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაკთან დაკავშირებით, რომლის განმავლობაშიც ამხანაგობა ვერ ისარგებლებს პროგრამით. პროგრამით სარგებლობის სხვა პირობები განისაზღვრება უშუალოდ პროგრამით ან/და პროგრამის განხორციელების წესით.

 

განცხადების წარდგენა

განცხადების წარდგენა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე

1. ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) პროგრამის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანიზაციის დასახელებას;

ბ) განმცხადებელი ამხანაგობის რეკვიზიტებს;

გ) ამხანაგობის მოთხოვნას საერთო ქონების განვითარებისათვის ჩასატარებელი კონკრეტული ინფრასტრუქტურული სამუშაოს დაფინანსების თაობაზე;

დ) ბიუჯეტს, რომელშიც უნდა იყოს განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოებისთვის საჭირო თანხები;

ე) წარმოდგენილ მოთხოვნაზე ამხანაგობის წევრთა არანაკლებ 2/3-ის თანხმობა (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ხელმოწერა, ბინისა და ტელეფონის ნომერი);

ვ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო სრულდება მრავალბინიანი სახლის ერთ სადარბაზოში, ამხანაგობას შეუძლია, წარადგინოს ამ სადარბაზოს ამხანაგობის წევრთა სახელი და გვარი, ხელმოწერები, პირადი ნომერი, ბინისა და ტელეფონის ნომრები.

 

 

 განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

 

ა) თვითმმართველობის მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ასლი;

ბ) ამ წესის შესაბამისად პირველადი მომართვის შემთხვევაში, ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლი.

 

 

 ინფრასტრუქტურული დაფინანსების პირობები

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობის საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების მიზნით გათვალისწინებული იქნება შემდეგი ღონისძიებების თანადაფინანსება:

ა) სახურავის შესაკეთებელი სამუშაოები (წყალსაწრეტი მილები, ქანობიანი და ბრტყელი სახურავი);

ბ) „წითელ ხაზებში“ მოქცეული შიდა წყალკანალიზაციის (საერთო სარგებლობის) გაყვანილობის სამუშაოები;

გ) ფასადის შეკეთება;

დ)  შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების  გამაგრებითი სამუშაოები;

ე) საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები (კიბეები, აივნები, ჭიშკარი, სადარბაზო, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს კარები, თაღები, სართულშუა ნაპრალების სამუშაოები);

ვ) ეზოების კეთილმოწყობა;

ზ) არსებული ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფა;

 

 

ამხანაგობის ვალდებულება

1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განცხდების დაკმაყოფილებაზე (თანადაფინანსებაზე თანხმობის გაცემის) გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ვალდებულია ხუთი სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ამხანაგობის ანგარიშზე თანხის არსებობის დამდასტურებელი დოკუმენტი (საბანკო ქვითარი/ამონაწერი) რომლის ოდენობაც შესაბამისი უნდა იყოს ამხანაგობის მხრიდან ამ წესით დადგენილი თანამონაწილეობის თანხის პროცენტულ ოდენობასთან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო შესასრულებელი სამუშაოების შესყიდვის მიზნით აცხადებს ტენდერს და აფორმებს სამმხრივ ხელშეკრულებას მიმწოდებელთან, მუნიციპალიტეტთან და ამხანაგობასთან;

3. ამხანაგობის თანამონაწილეობის წილის პროცენტული ოდენობის გამოანგარიშება მოხდება ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხიდან;

4. ამხანაგობა ვალდებულია, სამუშაოების მიმწოდებელს ჩაურიცხოს თანადაფინანსებით გათვალისწინებული თანხა წინასწარ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობით და მონაწილეობა მიიღოს შესასრულებელი სამუშაოების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაში.

 

5. დევნილების მიერ შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ ამ წესით გათვალისწინებული აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების თანადაფინანსების მიზნით წარმოდგენილი მოთხოვნისას, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ამხანაგობის წილის თანადაფინანსების თაობაზე, ადმინისტრაციული დაპირების მიღების მიზნით, მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს.

6. ამხანაგობა ვალდებულია განახორციელოს ამ წესისა და პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად შექმნილი/რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.

 

დეტალურად იხილეთ ლინკზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/5390011?publication=0

გააზიარე