ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

აწყურში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

22 ივნისი, 2023

სოფელ აწყურში ახალგაზრდებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან მიშველიძემ და ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის საკითხებში სპეციალისტმა მარიამ ზაზაძემ ადგილობრივ ახალგაზრდებს მერიაში მოქმედი ახალგაზრდული პროგრამები დეტალურად გააცნეს და მათი საჭიროებები მოისმინეს. სოციალურ საკითხთა განყოფილების წარმომადგენელი თამარ სამსონიძე კი მათ ბავშვთა უფლებებსა და მოვალეობებზე ესაუბრა.

მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა შეხვედრის მონაწილეები სახალისო თამაშებით გაართეს. ასევე, საბჭოს საქმიანობაზე, განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურისა და ახალგაზრდული საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. მისი მიზანი სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა და მათი შესაძლებლობების განვითარება იყო. მსგავსი სახის შეხვედრები გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაიმართება.

+7

გააზიარე