ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

9 აპრილი, 2022

33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

დღეს, ქალაქ ახალციხეში, 1989 წლის 9 აპრილს, ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა მამა იოანე გელაშვილმა.

ქალაქის ცენტრალურ პარკში შეკრებილებმა, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და გარდაცვლილთა მიმართ პატივისცემა და მადლიერება გამოხატეს. ღონისძიებაზე საკუთარი ლექსები წიკითხა სახალხო მთქმელმა ვასილ კვინცხაძემ, ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ კი ხალხური სიმღერები შეასრულა.

33 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია, გამთენიისას მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. დაიღუპა 21, ასობით ადამიანი კი დაიჭრა, დასახიჩრდა და მოიწამლა. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

+16

გააზიარე