ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

28 ივლისი - ჰეპატიტების მსოფლიო დღეა

28 ივლისი, 2023

28 ივლისი - ჰეპატიტების მსოფლიო დღეა

ახალციხის მუნიციპალიტეტი აღნიშნული დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა.

მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების წარმომადგენლებმა, ქალაქ ახალციხეში, ჰეპატიტებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს და მოსახლეობას ჰეპატიტების სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამაში ჩართვა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის სრულიად უფასოა. ასევე უფასოდაა ხელმისაწვდომი უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტები.

შექმნილია ჰეპატიტების ელიმინაციის 2023-2025 წლების სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს, C ჰეპატიტთან ერთად, B ჰეპატიტის ელიმინაციის აქტიურ განხორციელებას.

2023 წელს ჰეპატიტების მსოფლიო დღის სლოგანია - „დრო არ იცდის, მივაღწიოთ სამიზნეს“.

+2

გააზიარე