მუნიციპალიტეტის პირველობაზე კალათბურთში თამაშები გაიმართა
ახალციხის სასპორტო სკოლაში, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ს ფარგლებში, მუნიციპალიტეტის პირველობაზე კალათბურთში თამაშები გაიმართა.
ერთმანეთს ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ.
ადგილები ასე გადანაწილდა:
გოგონები:
I ადგილი - №2 საჯარო სკოლა;
II ადგილი - საძელის საჯარო სკოლა;
ვაჟები:
I ადგილი-№5 საჯარო სკოლა;
II ადგილი - №6 საჯარო სკოლა;
გამარჯვებული გუნდები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, მედლებით, სიგელებითა და თასებით დააჯილდოვა.
სასკოლი სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ მე-4 წელია ტარდება. „ოლიმპიადა 2019“-ში 1700-ზე მეტი სკოლის 100 000-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას.
ღონიძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია. „ოლიმპიადა 2019“-ის გენერალური სპონსორია VTB ბანკი.