„მოყვარულთა ლიგა 2023“ -ის გამარჯვებული ვალის გუნდი გახდა
ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, ფეხბურთში „მოყვარულთა ლიგა 2023“ -ის ფინალური შეხვედრები გაიმართება.
პირველი ადგილის მფლობელი ვალის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე ახალციხის „მესხეთი“ გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ტყემლანის გუნდმა დაიკავა.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდები მუნიციპალიტეტის მერიამ - თასებით, მედლებით, სიგელებით და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. გამარჯვებული გუნდი კი რეგიონულ ეტაპზე იასპარეზებს.
შეჯიბრი საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.