ქალაქ ახალციხეში და ვალეში გარე განათების სისტემები ეწყობა
ქალაქ ახალციხეში და ვალეში გარე განათების სისტემების მოწყობა დასრულების ეტაპზეა.
გარე განათების ქსელი ქალაქ ახალციხეში, ახალქალაქის ჩიხში და წმ.დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე , ხოლო ქალაქ ვალეში გოგებაშვილის, კაკაჩიშვილის და აღმაშენებლის ქუჩებზე მოეწყო.
სამუშაოები რეგიონებში განსახორცილელები პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.
პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული ქუჩების მაცხოვრებლები კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ.