საკარანტინე ზონის დეზინფექცია
ქალაქ ახალციხის საკარანტინე ზონაში - სასტუმრო „grand palace“-ში სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ხორციელდება. სპეციალური ხსნარებით მუშავდება, როგორც შენობა ისე, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია.
პროფილაქტიკური ღონისძიებები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით ტარდება