ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
ქალაქ ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
ჯაყელის ჩიხის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი დაიგება და საყრდენი კედელი გაკეთდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.