ცხრა აპრილის ქუჩაზე ფიტნესის ტრენაჟორები ეწყობა
ცხრა აპრილის ქუჩაზე, ცხრა სართულიანი კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერში ფიტნესის ტრენაჟორების მოწყობა მიმდინარეობს.
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამ მიზნით ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორები ეწყობა.