"საქართველოს თასი 2019"
ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამოყვარულო ფეხბურთში "საქართველოს თასი 2019"-ის ჩემპიონატის მუნიციპალური თამაშები გაიმართა.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ:
➡ მუგარეთის “მერცხალი“ და აგარის „იმედი“
➡ აწყურის „სამცხე“ და „ახალციხის მესხეთი“
გამარჯვება ახალციხისა და მუგარეთის გუნდებმა მოიპოვეს. ფინალური შეხვედრები, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, მომდევნო კვირაში გაიმართება. გამოვლინდება მუნიციპალიტეტის გამარჯვებული გუნდი, რომელიც რეგიონულ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.