საბავშვო ბაღებს მეთოდური სახელმძღვანელოები გადაეცათ
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, (ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი მარინა მერაბიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის World Vision -ს წარმომადგენელი ელენა ბეგიაშვილი საბავშვო ბაღების მენეჯერებს და აღმზრდელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს მეთოდური სახელმძღვანელოები: "სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა ბაგა-ბაღებისთვის" გადაეცათ.
საბავშვო ბაღების მენეჯერები, სპეცმასწავლებლები და აღმზრდელები კი სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. იმისათვის, რომ მათ გაიარეს სატრენინგო პროგრამა „ინკლუზიური განათლება“.