შეხვედრა ურავლისა და მუსხის მოსახლეობასთან
10 სექტემბერი, 2026 2026-09-11 9:44შეხვედრა ურავლისა და მუსხის მოსახლეობასთან
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელწმიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად სოფლების – ურავლისა და მუსხის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები სოფლებში მცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნენ და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების და სამომავლო გეგმების შესახებ.
მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მათი აქტიური ჩართულობა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – ნოდარ ტატალიშვილი და გიორგი მელიქიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – დავით მუმლაძე და ვახტანგ მერაბიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტაბატაძე ესწრებოდნენ.