სიახლეები და მოვლენები

სამუშაო შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში

IMG_9073
სიახლეები

სამუშაო შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ვარლამ წიკლაურთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან საბა კბილაშვილთან, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან, მერიის სამსახურებისა და იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე, სამომავლო გეგმებსა და სიახლეებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მოსახლეობის საჭიროებებზე, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ გამოწვევებსა და მათზე დროულ რეაგირებაზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა ადგილობრივ თვითმმართველობასა და სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტურ ურთიერთთანამშრომლობაზე.
შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – ნოდარ ტატალიშვილი, რუბენ კარაპეტიანი და გიორგი მელიქიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – დავით მუმლაძე და ვახტანგ მერაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – დავით ტაბატაძე და ბესიკ ბლიაძე ესწრებოდნენ.

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031