შეხვედრა ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან
24 ნოემბერი, 2026 2026-11-25 10:19შეხვედრა ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას, აღმასრულებელი ორგანოს ძირითად მიმართულებებს, მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. ვარლამ წიკლაურმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და მათი იდეები და მოსაზრებები მოისმინა.
მერთან შეხვედრა მოსწავლეთა ინიციატივით, სამოქალაქო განათლების ფარგლებში განხორციელდა.