ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს ახალი დირექტორი ჰყავს
20 ნოემბერი, 2026 2026-11-25 10:08ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს ახალი დირექტორი ჰყავს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც კლინიკის ახალი დირექტორის, ბიძინა გოგოლაძის წარდგენის ღონისძიებას დაესწრო.
მუნიციპალიტეტის მერმა ბიძინა გოგოლაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალსა და სტუმრებს ახალი დირექტორი საქართველოს კლინიკების გენერალურმა დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა და ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგიამ წარუდგინეს. გაწეული შრომისათვის კი მადლობა გადაუხადეს ჰოსპიტლის ყოფილ დირექტორს გუჯა გუჯაძეს.
წარდგენის ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, მერის მოადგილეები – ნოდარ ტატალიშვილი, გიორგი მელიქიძე და რწმუნებულის მოადგილე ვახტანგ მერაბიშვილი ესწრებოდნენ.