ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სახელმწიფო რწმუნებულთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, გვარამაძის ქუჩაზე გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერა
14 სექტემბერი, 2026 2026-09-14 10:24ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სახელმწიფო რწმუნებულთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, გვარამაძის ქუჩაზე გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სახელმწიფო რწმუნებულთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, გვარამაძის ქუჩაზე გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელწმიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად ქალაქ ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის 1340 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. მოეწყო მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ინფრასტრუქტურული პროექტი ასევე, მერის მოადგილეებმა – ნოდარ ტატალიშვილმა, რუბენ კარაპეტიანმა და გიორგი მელიქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა – დავით მუმლაძემ და ვახტანგ მერაბიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, დავით ტაბატაძემ და ბესიკ ბლიაძემ დაათვალიერეს.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამუშაოები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მიმდინარე წელს კი მუნიციპალიტეტში 10 კილომეტრამდე სიგრძის გზა მოწესრიგდება.