შეხვედრა მოქალაქეებთან
23 ოქტომბერი, 2026 2026-10-29 15:41შეხვედრა მოქალაქეებთან
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნო.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თითოეულ მათგანს მერიის კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა.
მოქალაქეებთან მუდმივი და აქტიური კომუნიკაცია, ამასთანავე, არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით დროული რეაგირება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.