ახალციხის საკალათბურთო გუნდის მორიგი წარმატება
23 ოქტომბერი, 2026 2026-10-29 15:36ახალციხის საკალათბურთო გუნდის მორიგი წარმატება
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სუპერლიგის მესამე შეხვედრას დაესწრო, სადაც ერთმანეთს ახალციხის საკალათბურთო გუნდი „ახალციხე” და გორის „ივერიონი“ დაუპირისპირდა.
თამაში საკუთარ მოედანზე ახალციხის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 78:74 დასრულდა.
ვარლამ წიკლაურმა ახალციხის გუნდს გამარჯვება მიულოცა და მომავალ თამაშებში წარმატებები უსურვა.
მატჩს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
