ვარლამ წიკლაური ახალციხის №7 საბავშვო ბაგა-ბაღში საშემოდგომო აქტივობას დაესწრო
26 ოქტომბერი, 2026 2026-10-29 15:30ვარლამ წიკლაური ახალციხის №7 საბავშვო ბაგა-ბაღში საშემოდგომო აქტივობას დაესწრო
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად, ქალაქ ახალციხის №7 საბავშვო ბაგა-ბაღში საშემოდგომო აქტივობას დაესწრო.
ბაღის აღსაზრდელებმა შემოდგომის თემატიკაზე მომზადებული ნომრები წარადგინეს და სტუმრებს საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები გააცნეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი ლელა ზაზაძე.