სიახლეები და მოვლენები

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

810931459_1529938155841973_6773723145218853299_n
სიახლეები

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან, მერისა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ხათუნა ხმალაძესთან ერთად ქალაქის სხვადასხვა სკოლებს ესტუმრა.
ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და მხარდაჭერას დაჰპირდნენ.
„ახალი სასწავლო წლის დაწყებას განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც წელს პირველად შეაღეს სკოლის კარი. თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგსა თუ მშობელს წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ! ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს საგანმანათლებლო სექტორის მხარდაჭერა, რაც ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც გავაგრძელოთ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა.“- აღნიშნა ვარლამ წიკლაურმა.
მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ასევე მიულოცეს მერის მოადგილეებმა – ნოდარ ტატალიშვილმა, რუბენ კარაპეტიანმა და გიორგი მელიქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა – დავით მუმლაძემ და ვახტანგ მერაბიშვილმა.
წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში სწავლა 450 -მა პირველკლასელმა დაიწყო

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031