სიახლეები და მოვლენები

სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში

799487171_1079871358290641_1329549025006681779_n
სიახლეები

სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა, მათი შესრულების ვადები და ხარისხი განიხილა. ყურადღება გამახვილდა პროექტების განხორციელების პროცესში არსებული საკითხების დროულ იდენტიფიცირებასა და შესაბამისი რეაგირების აუცილებლობაზე.
სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს, დაგეგმილი პროგრამებისა და პროექტების დროულ განხორციელებას და საბიუჯეტო რესურსების ეფექტიან გამოყენებას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებები და ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია და რომელთა გათვალისწინებაც მომავალი წლის ბიუჯეტისა და განვითარების გეგმების შემუშავების პროცესში აუცილებელია.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგს, შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლსა და მუნიციპალიტეტების მხრიდან პროექტების განხორციელების პროცესში კოორდინირებული მუშაობის გაძლიერებას.
სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით მუმლაძე, მოადგილეები — სერგი მუშკუდიანი და ვახტანგ მერაბიშვილი, აპარატის უფროსი თორნიკე ხმალაძე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი საბა სამსონიძე ესწრებოდნენ.

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031