სიახლეები და მოვლენები

მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

759664130_1550442309962729_60145659003716121_n (1)
სიახლეები

მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ექსპერტთან ლაშა გეგეჭკორთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს ხელმძღვანელთან ბექა კობახიძესთან, საპროექტო ორგანიზაციისა და გეოლოგების წარმომადგენლებთან ერთად თავშესაფრის მშენებლობისათვის განკუთვნილ ადგილზე იმყოფებოდა.
პროექტის მოსამზადებლად წინასაპროექტო გეოლოგიური კვლევა ჩატარდა. პროექტირების დასრულების შემდეგ კი ტენდერი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად გამოცხადდება.
ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. სამცხე – ჯავახეთის რეგიონში, ინტერმუნიციპალური თავშესაფარი სოფელ სხვილისში, ე.წ. ფარეხის ტერიტორიაზე აშენდება, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დროებით სარგებლობაში გადასცა.
პროგრამის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპლექსი, რომელიც სამცხე – ჯავახეთის მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

ტეგები