მინი ფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა
28 ივლისი, 2026 2026-07-28 15:59მინი ფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, მინი ფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის ჩემპიონატში, საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გამარჯვება მიულოცა და დააჯილდოვა.
თამაშები, ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე, 9 აპრილის მინი მოედანზე მიმდინარეობდა. ტურნირში მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისგან და დაწესებულებებისგან შემდგარი 18 გუნდი მონაწილეობდა.
პირველ ადგილზე ვალის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი ,,ინის” გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი ჯარის გუნდს ხვდა წილად.
ასევე, გამარჯვებული გუნდები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. მათ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან მედლები, თასები, სიგელები და ფულადი ჯილოდები გადაეცათ.
სპორტული ჩემპიონატი მერიის კულტურის, განთლებისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება.